ZEEKR SEA-M-ის არქიტექტურა - ახალი პასუხი მომავალი მობილობის კითხვებზე.

17, ნოე, 2022 - ZEEKR

2022 წლის 17 ნოემბერი, ჰანგჟოუ - სიახლე მძღოლებს მთელს მსოფლიოში გაახარებს, ვისთვისაც უსაფრთხო, მარტივი და მშვიდი გადაადგილება უპირატესია - ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვილი მომავლის ავტომობილები ახლა უკვე რეალობად იქცა - ოთხშაბათს Geely Holding Group-ის ელექტრომობილების პრემიუმ ბრენდმა ZEEKR-მა SEA-M-ის არქიტექტურა წარადგინა.

მომავლის ავტომობილი

ავტომობილების მომავალს ZEEKR ხედავს, როგორც ინტელექტუალურს, მეგობრულს, თავდაჯარებულს და ადვილად ადაპტირებადს, რამდენადაც მოწინავე ავტონომიური მართვის მომავლის სისტემა მომხმარებლებს უსაფრთხოდ და მარტივად მიიყვანს იქ, სადაც მათ სურთ.

შესაძლებელი გახდება ავტომობილი გახდეს მეგობრული თავშეყრის ადგილი, მობილური ოფისი შეხვედრებისთვის, სამეცადინო ოთახი ან მოსასვენებელი სივრცე, სადაც მოდუნება და წათვლემაც შესაძლებელია. მომხმარებელი მხოლოდ უნდა ჩაჯდეს და მოდუნდეს.

SEA-M

SEA-M-ის არქიტექტურა - ეს ZEEKR-ის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა, მდგრადი განვითარების ორიგინალური არქიტექტურის (SEA) პრინციპებით დახვეწილი მთელი რიგი მომავლის პროდუქტებისთვის ხელშესაწყობად, რობოტაქსების, მრავალფუნქციური ავტომობილების და ლოჯისტიკური სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომელიც ავტონომიური მართვის გლობალური ტექნოლოგიების ან ერთობლივი გადაადგილების სერვისის მიმწოდებელი კომპანიების განვითარებას მყარ და მოქნილ საძირკველს უყრის.

SEA-M არღვევს ავტომობილის მძღოლის გარშემო შექმნის იდეას, რომელიც არ არის ავტონომიურ ავტომობილებში. ეს დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას, არქიტექტურის ისეთი ფუნდამენტალური თავისებურებების წყალობით შექმნან ჭკვიანი მობილური „სასტუმრო ოთახი“, როგორიცაა ფართო ინტერიერი, გაშლილი სავარძლების არჩევანის და განთავსების შესაძლებლობა, ძარის ცენტრალური დგარის არარსებობა და საიმედო ელექტრო/ელექტრონული (E/E) ძირითადი დგარი, რაც ხელს უწყობს ავტონომიურ მართვას და მოწყობილობების დაკავშირებას.

ბრტყელი იატაკის და ღერძის სიგრძესთან მაღალი თანაფარდობის წყალობით დიზაინერებმა შეძლეს შიდა სივრცის მაქსიმალური გაზრდა კაფსულური კონსტრუქციით. SEA-M-ის დახვეწილი E/E ცენტრალური დგარი მრავალფუნქციური ეკრანების შესაძლებლობებს ზრდის, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მგზავრობის დროს გაერთონ ან ისაუბრონ.

ეს ტექნოლოგიები უკომპრომისო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. SEA-M-ის ბაზაზე შექმნილი ყველა ავტომობილი უსაფრთხოების უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებს და აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) უსაფრთხოების მოთხოვნებს უპასუხებს .

ZEEKR X Waymo

როგორც ZEEKR-მა 2021 წელს განაცხადა, SEA-M პლატფორმაზე შექმნილი მისი პირველი ავტომობილის მყიდველი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანია Waymo გახდა, რომლის სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს. ZEEKR-მა და Waymo-მ ერთობლივად შეიმუშავეს TaaS SEA-M -ის განსაკუთრებული ვერსია, რომელიც უახლოეს წლებში Waymo One-ის ტაქსების ავტოპარკში დამონტაჟდება. Waymo-მ ნოემბერში ლოს-ანჯელესში გამართულ გახსნის ღონისძიებაზე Waymo-ის ტექნოლოგიებთან ინტეგრირებული ZEEKR-ის ავტომობილი წარმოადგინა.

ციტატა

ZEEKR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ენმა განაცხადა: „ZEEKR-ის SEA-M-ის პრეზენტაციით ნაჩვენებია ბრენდის ტექნოლოგიური უპირატესობები და პოტენციალი. პარტნიორების მიერ SEA-M-ის მოწონება ასევე იმის დადასტურებაა, რომ ZEEKR-ს შესწევს უნარი, განვითარება თითეული მომხმარებლის საჭიროებებს მოარგოს. ZEEKR მომავალშიც განაგრძობს მსხვილ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს უკეთეს და უფრო მდგრად ინტელექტუალურ მობილობას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.“