ZEEKR Intelligent Technology - ელექტრომობილების პრემიუმ ბრენდმა საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა ინდუსტრიის სფეროს წამყვან პარტნიორებთან, მათ შორისაა პროფესორი ამნონ შაშუა, Contemporary Amperex Technology Ltd (CATL), Yuexiu Industrial Fund, Tongshang Fund და Xin'an Intelligent Manufacturing Fund, საიდან მიღებული შემოსავალიც ტექნოლოგიური კვლევების გაგრძელებას და ZEEKR-ის ბრენდის მსოფლიო მასშტაბით გაფართოებას მოხმარდება.
ხუთი ინვესტორი სერია A-ის დაფინანსების რაუნდში ინვესტიციების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რაც საბოლოო ჯამში 750 მილიონ დოლარს მოიზიდავს. დაფინანსების ამ რაუნდის დასრულების შედეგ ZEEKR 13 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
დაფინანსების მეორე რაუნდის წარმატებით დასრულება ნდობის მნიშვნელოვან გაღრმავებას გულისხმობს, რადგანაც ZEEKR უსაფრთხოებაზე, მდგრადობაზე, მომხმარებლის კომფორტზე და მობილობის ახალ სერვისებზე დაფუძნებულ საკუთარ ტექნოლოგიებს ქმნის. მოზიდულ სახსრებს ZEEKR გაყიდვების გლობალური ქსელის შესწავლასა და გაფართოებას მოახმარს.
დაფინანსების ეს რაუნდი Geely Holding Group-ის სრულად ელექტროფიცირებაზე სწრაფ გადასვლას ემთხვევა, რათა მხარი დაუჭიროს ნულოვანი გამონაბოლქვის დამკვიდრებასა და მობილობის ახალ ტექნოლოგიებს.
ZEEKR-ის შესახებ
ZEEKR — ეს არის Geely Holding Group-ში შემავალი პრემიუმ კლასის ელექტრო მობილების მსოფლიო ბრენდი. ZEEKR მიისწრაფვის, შექმნას მომხმარებლის სრულად ინტეგრირებული ეკოსისტემა, სადაც ინოვაციები სტანდარტად მიიჩნევა. ბრენდი მდგრადი განვითარების არქიტექტურას (SEA) იყენებს და გააჩნია აკუმულატორების საკუთარი ტექნოლოგია, აკუმულატორების მართვის სისტემა, ელექტრო ძრავების ტექნოლოგიები და ელექტრომობილების მიწოდების ქსელი.
ZEEKR-ის ისტორია:
2021 წლის ოქტომბრიდან ZEEKR-ის ბრენდი თავის პროდუქტს, ZEEKR 001-ს უშვებს, ხოლო ხოლო 2023 წლის იანვარში ZEEKR 009 MPV-ის მიწოდება დაიწყო. 2022 წელს ZEEKR-მა 71 941 ავტომობილი მიაწოდა, აქედან 10 000-ზე მეტი ერთეული - ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში.
მომდევნო 5 წლისთვის ZEEKR-ს განვითარების ამბიციური გეგმა აქვს გაწერილი, რათა ელექტრომობილების სწრაფად მზარდი მსოფლიო ინდუსტრიის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამ წლის ბოლოს ZEEKR ორ ახალ მოდელს გამოუშვებს, მათ შორისაა - ZEEKR X - პრემიუმ კლასის ქალაქის SUV. 2023 წლის განმავლობაში ZEEKR ევროპის ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.