„თეგეტა ქარსი“ ქართულ ბაზარზე პირველი სრულად ელექტრო ავტომობილების ბრენდის - „ზიკერის“ ოფიციალური დილერია

12, აპრ, 2024 - ZEEKR

12 აპრილს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანია „თეგეტა ქარსსა“ და ჩინური პრემიუმ ელექტრო (EV) ავტომობილების ბრენდ „ზიკერს“ შორის სადილერო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

„ზიკერი“ ქართულ ბაზარზე სრულად ელექტრო ავტომობილების პირველი ბრენდია. მდგრად, პრემიუმ ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „თეგეტა ქარსი“ მზადაა, ქართველ მომხმარებლებს „ზიკერის“ ინოვაცია და ხარისხი შესთავაზოს.

„ზიკერის“ ავტომობილები პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება დავით აღმაშენებლის ხეივნის 135 ნომერში, სპეციალურად მომზადებულ პოპ-აპის შენობაში, სადაც ZEEKR SPACE შეიქმნება. 2025 წლის მარტში კი „ზიკერის“ შოურუმი გაიხსნება.
თავდაპირველად შოურუმში ZEEKR 001 სპორტული უნივერსალი და ZEEKR X SUV იქნება წარმოდგენილი.

 

ZEEKR-ის შესახებ:

ZEEKR-ი Geely Holding-ის პრემიუმ ხარისხის, ტექნოლოგიურად განვითარებული ელექტრომობილების მწარმოებელი ბრენდია, რომლის მიზანია, შექმნას ელექტრომობილები მოწინავე ტექნოლოგიებით. 

ავტომობილის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ZEEKR, საკუთარ ელექტრომობილებთან ერთად, სათადარიგო ნაწილებსაც აწარმოებს, როგორიც არის ბატარეები და ძრავები. 

გარემოზე დაცვის გათვალისწინებით, ZEEKR მომხმარებლებს ავტომობილების დიდ არჩევანს სთავაზობს. ავტომობილების წარმოების პარალელურად, ZEEKR-ის მიზანია, შექმნას შოურუმები და მაღაზიები, სადაც მომხმარებლები ელექტრომობილებთან დაკავშირებული ყველა ნივთის შეძენას შეძლებენ.

ჩინეთსა და შვედეთში ბრენდის კვლევისა და განვითარების ცენტრები მდებარეობს, სადაც ინჟინერთა გუნდი ძირითად ტექნოლოგიებზე მუშაობს, მათ შორის ავტომობილების არქიტექტურაზე, ელექტროგადამცემ სისტემაზე, შასიზე და მანქანის უსაფრთხოების მოწინავე სისტემებზე, რომლებიც მძღოლებს შეჯახების თავიდან აცილებაში ეხმარება (ADAS).

ZEEKR-ის ინჟინრები თანამშრომლობენ სტარტაპებთან, ინოვაციურ ჰაბებთან და შვედურ, ასევე მსოფლიოს სხვა აკადემიებთან, რათა განავითარონ გზა მდგრადი მობილურობისკენ. 

Zeekr-მა პირველი ავტომობილები 2021 წლის ოქტომბერში გაყიდა. დღეს კი უკვე 230,000 მოდელი აქვს გაყიდული, მათ შორის Zeekr 001, Zeekr 009 MPV, Zeekr X ურბანული SUV და Zeekr 007 სედანი.